Geo
  Eng
მთავარი რუკა კონტაქტი
სექტემბერი 9, 2010
ძებნა:
»  პრეს–ცენტრი   »  ახალი ამბები  
გააგზავნე ეს გვერდი ელ–ფოსტაზე
 13 თებერვალი. იუ–ჯი–თისა და HP-ს ერთობლივი ღონისძიება ბაკურიანი 2010

2010 წლის 12–13 თებერვალს დაბა ბაკურიანის სასტუმრო "პრემიერ პალასში" კომპანია იუ–ჯი–თისა და HP–ის ერთობლივი ღონისძიება გაიმართა.  ორ დღიანი  გასვლითი ტურის ფარგლებში იუ–ჯი–თისა და HP-ის კლიენტები გაეცნენ HP-ის მონაცემთა დამუშავების ცენტრების ორგანიზებისა და პროფესიული სერვისების თანამედროვე ტენდენციებს.

ღონისძიება განკუთვნილი იყო კერძო და სახელმწიფო სექტორში მოღვაწე მენეჯერებისათვის და ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე წამყვანი სპეციალისტებისათვის. გასვლით ტურში მონაწილეობა მიიღეს შემდეგი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა: საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, ბითიეი ბანკი, სილქროუდ ბანკი, ცოდნის ფონდი, მაგთი, ენერგო პრო, ილია ჭავჭავაძის უნივერისტეტი, საჯარო რეესტრი, საქართველოს რკინიგზა,   განათლების, ჯანდაცვის, იუსტიციის,  ეკონომიკის, ფინანსთა სამინისტროები,  და სხვ.

შეხვედრაზე განხილული იყო ისეთი თემები როგორიცაა: ახალი თაობის მონაცემთა დამუშავების ცენტრები ; სიახლეები  ტექნიკურ სერვისების მიმართულებით სამთავრობო  სექტორისათვის; მონაცემთა დამუშავების და შენახვის თანამედროვე ტენდენციები; მონაცემთა დამუშავების ცენტრების  ტრანსფორმაცია (საინჟინრო სერვისები, ინფრასტრუქტურული სერვისები, აპლიკაციები და საინფორმაციო სერვისები, მხარდაჭერის სერვისები)

ორ დღიანი გასვლითი ტურის  არაოფიციალური ნაწილი დაეთმო სადღესასწაულო ვახშამს,  ჯგუფურ თამაშებს,  სადაც დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა გაცნობოდა კოლეგებს  არაფორმალურ გარემოში.

იუ–ჯი–თის პრესცენტრი