Geo
  Eng
მთავარი რუკა კონტაქტი
სექტემბერი 9, 2010
ძებნა:
»  პრეს–ცენტრი   »  ახალი ამბები  
გააგზავნე ეს გვერდი ელ–ფოსტაზე
 23 თებერვალი. იუ–ჯი–თიმ დაასრულა საპროდუქტო მიწოდების პროექტი რესპუბლიკა ბანკში

იუ–ჯი–თიმ დაასრულა საპროდუქტო მიწოდების პროექტი რესპუბლიკა ბანკში. ორგანიზაციისთვის განხორციელდა საბანკო სფეროში  ერთერთი ყველაზე ცნობილი კომპანიის Hypercom–ის პოს ტერმინალების და პინ პადების მიწოდება.  ეს არის ლოგიკური დასასრული იმ 6 თვიანი ტესტირებისა, რომელიც იუ–ჯი–თის ექსპერტების და ტექნიკური კონსულტანტების მიერ მიმდინარეობდა რესპუბლიკა ბანკში. შედეგად  კომპანია Hypercom–ს პოს ტერმინალებმა და პინ პადებმა დაიმსახურეს ბანკის მაღალი შეფასება და მოწონება.

აქვე აღსანიშნავია, რომ კომპანია Hypercom–მა თავისი პროდუქტების დაცულობისა და მაღალი უსაფრთხოების წყალობით, 2009 წლის ბოლოს გამართულ საერთაშორისო ფორუმზე CARTES & Identification დაიმსახურა ერთერთი უმაღლესი ჯილდო – The SESAMES 2009 – For the best Banking / Finance / Retail application.

იუ–ჯი–თის პრესცენტრი