Geo
  Eng
მთავარი რუკა კონტაქტი
სექტემბერი 9, 2010
ძებნა:
»  პრეს–ცენტრი   »  ახალი ამბები  
გააგზავნე ეს გვერდი ელ–ფოსტაზე
 12 მარტი. იუ-ჯი-თი გახდა პირველი ქართული კომპანია, რომელმაც ORACLE-ს საპარტნიორო სტატუსი - „ORACLE Gold Certified Partner“ მიიღო

დღეიდან იუ-ჯი-თი არის  პირველი კომპანია საქართველოში, რომელიც მსოფლიო ლიდერი კორპორაცია ORACLE-ს  ერთერთი უმაღლესი საპარტნიორო სტატუსის „ORACLE Gold Certified Partner“ მფლობელია. კორპორაცია ORACLE –ის ოქროს პარტნიორის სტატუსი კიდევ ერთხელ ამტკიცებს იუ–ჯი–თის სპეციალისტების მაღალ კვალიფიკაციასა და პროფესიონალიზმს როგორც მონაცემთა ბაზების მართვის სისტემების აგებაში, ასევე კორპორაციული პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის მიმართულებით.
კორპორაცია ORACLE მსოფლიოს ერთ–ერთი ლიდერია კორპორაციული პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში. მის პროგრამულ სისტემებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იყენებენ როგორც ქსელურ და პერსონალურ კომპიუტერებზე, ისე მონაცემთა დამუშავებისათვის განკუთვნილ მძლავრ სერვერებზე. 2010 წელს ORACLE-მა შეიერთა მსოფლიო IT ინდუსტრიის ერთ–ერთი ლიდერი მწარმოებელი SUN Microsystems და დღეს უკვე გვევლინება კორპორაციული ორგანიზაციებისთვის გადაწყვეტილებების სრული კომპლექსის მომწოდებელ კომპანიად.

ORACLE-ის დამკვეთებს საქართველოში კიდევ ერთი სასიამოვნო სიურპრიზი ელოდებათ: ORACLE-ისა და UGT–ის ერთობლივი ორგანიზებით აპრილის დასაწყისში გაიმართება  ღონისძიება – „ORACLE Day in Georgia“ სადაც დაინტერესებულ პირებს ORACLE-ს წარმომადგენლები გააცნობენ ტექნოლოგიურ სიახლეებსა და თანამედროვე ტენდენციებს პროგრამულ თუ აპარატურულ სისტემებში.

იუ–ჯი–თის პრესცენტრი