Geo
  Eng
მთავარი რუკა კონტაქტი
სექტემბერი 5, 2010
ძებნა:
»  პრეს–ცენტრი   »  ახალი ამბები  
გააგზავნე ეს გვერდი ელ–ფოსტაზე
 19 ივნისი. სემინარი – „მონაცემთა ცენტრების საინჟინრო ინფრასტრუქტურა“

წავკისში, სასტუმრო სოფლის სახლმა მსოფლიო ლიდერი კომპანია RITTAL–ის და იუჯითის ერთობლივ სემინარს უმასპინძლა.  სემინარს სახელწოდებით  „მონაცემთა ცენტრების საინჟინრო ინფრასტრუქტურა,“ ორგანიზება გაუწია კომპანია იუ–ჯი–თიმ.

სემინარის ფარგლებში RITTAL–ის ექსპერტებმა და ტექნიკურმა კონსულტანტებმა  წარმოადგინეს მონაცემთა დამუშავების  ცენტრების (Data Centers) დაპროექტების, აგებისა და ექსპლუატაციაში გაშვების  თანამედროვე ტენდენციები და დამსწრე საზოგადოებას გააცნეს  ის ტექნოლოგიური მიდგომები, რომელთა გარეშეც დღეს წარმოუდგენელია  ორგანიზაციის  საინფორმაციო ბაზებში არსებული მონაცემების შენახვა და დაცვა.

ღონისძიებას დაესწრნენ როგორც სამთავრობო, ისე კერძო სექტორის  საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულების  მენეჯერები.  მათ შორის იყვნენ ისეთი ორგანიზაციების წარმოემადგენლები როგორიცაა:   ეროვნული ბანკი, სამოქალაქო რეესტრი, იუსტიციის, ფინანსთა, განათლების და ჯანდაცვის სამინისტროები,  ვითიბი ბანკი, ბითიეი ბანკი, თიბისი ბანკი, საქართველოს ბანკი, ბანკი რესპუბლიკა, ენერგო პრო, მაგთი, საქართველოს რკინიგზა, სილქნეთი, სპეცკავშირი, ჯორჯიან ქარდი, ჯიბისი და სხვ.

RITTAL–ის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს, თუ  როგორ  შექმნან  საიმედო,  ეფექტიანი  და გაზრდადი მონაცემთა დამუშავების ცენტრები ინფორმაციის მოცულობისა და მნიშვნელობის სწრაფი ზრდის პირობებში, როგორ განახორციელონ საინფორმაციო ბაზების დაცვა ნებისმიერ კრიტიკულ სიტუაციაში, როგორ მოახდინონ  დანახარჯებისა და რისკების მინიმიზაცია ბიზნეს საქმიანობის უკეთ მართვისათვის.

სემინარზე განხილული იყო ისეთი თემები როგორიცაა:  მონაცემთა ცენტრის ოთახები და მოდულური სეიფები; მონაცემთა ცენტრის სტრუქტურა (Rimatrix5) – უწყვეტი კვების წყაროები და კვების განაწილება;   მონაცემთა ცენტრის სტრუქტურა  (Rimatrix5) – სასერვერო კარადები და გაგრილების სისტემები; მონაცემთა ცენტრის სტრუქტურა  (Rimatrix5) – ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები და უსაფრთხოება.

ღონისძიება ტრადიციულად დაასრულა გალა ვახშამმა, რომლის ფარგლებშიც,  მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ არაფორმალურ გარემოში გაცნობოდნენ  კოლეგების გამოცდილებას.

იუ–ჯი–თის პრესცენტრი