Geo
  Eng
მთავარი რუკა კონტაქტი
სექტემბერი 5, 2010
ძებნა:
»  პრეს–ცენტრი   »  პარტნიორების სიახლეები  
გააგზავნე ეს გვერდი ელ–ფოსტაზე
 Cisco–ს ახალი პროდუქტები ერთობლივი მუშაობისა და კოლაბორაციისათვის

კომპანია Cisco-მ უნიფიცირებული კომუნიკაციების გადაწყვეტილებების პორტფელს კიდევ 60 პროდუქტი დაამატა, რომელთა საშუალებითაც იგი ცდილობს გააფართოვოს და განამტკიცოს გამოსახულების, მონაცემების, შეტყობინებებისა და პრეზენსის გაცვლის შესაძლებლობები. ყოველივე ამას Cisco ახორციელებს WebEx–ის, Jabber–ის, PostPath–ის და კიდევ იმ სხვა კომპანიების ტექნოლოგიების ბაზაზე, რომლებიც მან გასული რამდენიმე წლის მანძილზე შეისყიდა.

პროდუქტებს შორისაა Cisco TelePresence WebEx Engage, რომელიც მოიცავს Telepresence Video და WebEx Conferencing–ს და ასევე TelePresence Directory – ერთგვარი კატალოგიზაციისა და დაგეგმვის საშუალებას იმ მომხმარებელთათვის, რომლებიც TelePresence–ით სარგებლობენ.

სპეციალურად შეტყობინებათა გაცვლის სფეროსთვის, Cisco-მ წარმოადგინა WebEx Mail, რომელიც ახალი თაობის WEB-ზე დაფუძნებულ ტექნოლოგიებზეა რეალიზებული და ორგანიზაციებს საფოსტო სისტემას  სთავაზობს  WebExCollaboration Cloud ფორმით.

შემდეგი პროდუქტებია Cisco Intercompany Media Engine – IP–ზე დაფუძნებული B2B  კომუნიკაციების გადაწყვეტილება, Unified Communications System–ის განახლებული ვერსია, Wi-Fi–ით აღჭურვილი IP ტელეფონები და სხვა მობილური მოწყობილობები.

და ბოლოს, სოციალური ქსელისთვის Cisco–ს მიერ წარმოდგენილ ახალ პროდუქტებს შორისაა Cisco Show and Share (რომელიც მომხმარებელს ეხმარება ვიდეო შეტყობინებების დამატებაში, კორექციასა და გაცვლაში) და Cisco Enterprise Collaboration Platform (პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის საშუალებით იქმნება Wiki საიტები და მომხმარებლის მიერ მართვადი სხვა ინსტრუმენტული პანელები).

აღნიშნული სისტემების ძირითადი მიზანია ერთობლივი მუშაობის ტექნოლოგიების სფეროსთვის პროდუქტების ერთიანი პორტფოლიოს შეთავაზება, რათა ორგანიზაციებმა კონცენტრაცია მოახდინონ  ქსელის არქიტექტურაზე და არა ცალკეული პროდუქტების შეგროვებაზე. „ხალხს არ სურს ცალკეულ პროდუქტებში ინვესტიციების ჩადება, რომლებიც ვერ ფუნქციონირებენ ერთობლივად“ – განმარტავენ Cisco-ში.

ანონსირებული ახალი პროდუქტები სრულად თავსებადია Cisco-ს მიერ ბოლო პერიოდში რეალიზებულ ისეთ ტექნოლოგიებთან როგორებიცაა Cisco Borderless Networks და Cisco ISR G2 – განახლებული რაუტერები.

Cisco-ში აცხადებენ, რომ მომავალ წელსაც განაგრძობენ კონცეტრაციას ვიდეო და სოციალური ქსელის თემებზე, რისი გამოხატულებაცაა კომპანია Tandberg-ის შესყიდვის მცდელობა, რომელიც, ერთ–ერთ წამყვან როლს ითამაშებს Cisco-ს პროდუქტების გაუმჯობესებაში.