Geo
  Eng
მთავარი რუკა კონტაქტი
სექტემბერი 9, 2010
ძებნა:
»  პრეს–ცენტრი   »  პარტნიორების სიახლეები  
გააგზავნე ეს გვერდი ელ–ფოსტაზე
 HP კომპანიებს ღრუბლოვნი გამოთვლების დანერგვისთვის საჭირო დანახარჯების ოპტიმიზაციასა და ავტომატიზაციაში დაეხმარება

კომპანია HP-მ HP Cloud Assure-ს მნიშვნელოვანი დამატება წარმოადგინა, რომელებიც კომპანებს საშუალებას მისცემს უკეთ აკონტროლონ „ღრუბლოვან სერვისებზე“ გადასვლისათვის საჭირო ხარჯები.

„ღრუბლოვანი გამოთვლების“ მოქნილი თვისება - აუცილებლობის შემთხვევაში გამოთვლითი რესურესების გაფართოებისა და შემცირების კუთხით საკმაოდ მაცდურია. პროგრამების მუშაობის გაუარესების შემთხვევაში, კომპანიებს პრობლემის მოგვარება დამატებითი „ღრუბლოვანი“ გამოთვლების რესურსების შეძენით შეუძლიათ. თუმცა ასეთ მიდგომას ყოველთვის არ მივყევართ წარმოების მოსალოდნელ მოგებამდე. ამასთან გართულებულია დანახარჯების ზუსტი აღრიცხვა.

პროდუქტი HP Cloud Assure, რომელიც განკუთვნილი ხარჯების კონტროლისთვის, შედგება სამი გადაწყვეტისგან და კლიენტებს HP Software as a Service-ის საშუალებით მიეწოდებათ - აცხადებენ კომპანიის პრესს-სამსახურში. „მართალია მოქნილობა - ღრუბლოვანი გამოთვლების ძირითადი ღირსებაა, მაგრამ კომპანიების მიერ არასწორად განახორციელებული დაგეგმარების შემთხვევაში, მას შეუძლია გამოიწვიოს დანახარჯების გაზრდა - ხაზგასმით აღნიშნა კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა ენდი იშერბუდმა - HP დაეხმარება კომპანიებს, დანახარჯების ოპტიმიზაციისა და მათი გაუთვალისწინებლობის შემცირების პირობებში, მიიღონ „ღრუბლოვანი გამოთვლებიდან“ სარგებელი.

კომპანია HP-მ ასევე განაცხადა HP Operations Orchestration პროგრამული გადაწყვეტის სრულყოფის შესახებ, რომელიც კლიენტებს საშუალებას მისცემს დაბრკოლების გარეშე გამოყონ ფიზიკური, ვირტუალური და „ღრუბლოვანი“ ინფრასტრუქტურული რესურსები, ბიზნეს-მოთხოვნების შეცვლის საპასუხოდ.

ამიერიდან, IT-დირექტორებს IT-პროცესების ატომატიზირებისთვის გაწეული ხარჯების გამჭირვალობის მიღწევის, მათი მუშაობის ხარისხის ამაღლებისა და შესრულების დროულობის კონტროლის საშუალება ექნებათ. ახალი შესაძლებლობები ვრცელდება „ღრუბლოვანი მომსახურებების“ გამოყენებაზეც კერძოდ, Amazon Elastic Compute Cloud (Amazon EC2)-ზე და აგრეთვე Citrix, Microsoft და VMware ვირტუალიზაციის ტექნოლოგიებზე.

HP Operations Orchestration-ის შესაძლებლობების გაფართოვება კომპანიებს საშუალებას მისცემს:

გაუმჯობესონ მომსახურების ხარისხი;
დიაგნოსტიკისა და პრობლემების გადაჭრის პროცესის ავტომატიზაციის გზით მინიმუმამდე დაიყვანონ შეცდომების ძებნის და აღმოფხვრის დრო, არ დაუშვან პრობლემების ზრდა;
მნიშვნელოვნად შეამცირონ საექსპლუატაციო ხარჯები, ხელით მართული, განმეორებადი და შეცდომების დაშვებისკენ მიდრეკილი IT-პროცესების ავტომატიზაციის გზით;
ცალკეულ სისტემებსა და სამუშაო ჯგუფებში ცვლილებების კოორდინირების ავტომატიზაციის წყალობით, აღმოფხვრან არაეფექტურობა, სიძნელეები და რისკები.