კორპორაცია Symantec–მა განაცხადა VeriSign-ის აუტენთიფიკაციის ბიზნეს მიმართულების შესყიდვის შესახებ. გარიგება ეხება ისეთ პროდუქტებს, როგორებიცაა: Secure Sockets Layer (SSL) Certificate Services, Public Key Infrastructure (PKI) Services, VeriSign Trust Services და VeriSign Identity Protection (VIP) Authentication Service.
მიღწეული შეთანხმების ფარგლებში Symantec VeriSign-ის აქტივების გარდა შეიძენს VeriSign Japan-ის საკმაოდ დიდი წილს. კონტრაქტის ღირებულებაა $1,28 მილიარდი და მის დახურვას 2010 წლის მე-3 კვარტალში, ყველა საჭირო ნებართვის მიღების შემდეგ გეგმავენ. გასულ წელს ბიზნესის ამ მიმართულებიდან VeriSign-მა $410,2 მიიღო.
როგორც კომპანიის ოფიციალურ განაცხადშია აღნიშნული: „VeriSign-ის ბიზნესის შესყიდვა დაეხმარება Symantec-ს შექმნას სამყარო, სადაც ადამიანებს შეეძლებათ მარტივად და უსაფრთხოდ ჰქონდეთ წვდომა ინფორმაციასთან, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი“.